თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის!
საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის წევრთა შეხვედრა

საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის სახელით გაცნობებთ, რომ 12 ივლისს, საღამოს 6 საათზე, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართება კონსორციუმის წევრთა კრება. ასევე, იგეგმება  Zoom-ის პლატფორმით დაკავშირება რეგიონების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ აკადემიური, სამეცნიერო საქმიანობების განვითარების მხრივ და აღნიშნული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე ვერ შეძლებენ კრებაზე დასწრებას.

შეკრებაზე მოწვეულია ყველა კონსორციუმის წევრი ორგანიზაცია, ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, სამეცნიერო ნაწილის კურატორები, აკადემიური კვლევისა და განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელები, რათა ერთად დავგეგმოთ შემდგომში თითოეულ უნივერსიტეტზე მორგებული და პროგრამული სამეცნიერო პაკეტები.

 

დღის წესრიგის საკითხებია:

 

1. კონსორციუმის წევრთა გაცნობა;

2. კონსორციუმის სიახლეები:

ა) ელექტრონული მონაცემთა ბაზების დამატებითი შემოთავაზებები;

ბ) უცხოურ ელექტრონულ ჟურნალებში ნაშრომების  უფასოდ დ ა50%-იანი ფასდაკლებით გამოქვეყნების შესაძლებლობები;

გ) OJS - ქართული სამეცნიერო ჟურნალების პორტალის განახლებული სისტემა;

დ) სამეცნიერო ნაშრომებისათვის ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორის DOI კოდების მინიჭების შესაძლებლობა;

ე) რეპოზიტორიუმები Openscience, Openlibrary;

ვ) ელექტრონული საკატალოგე სისტემები OpenBiblio,Koha

 

იმ წევრებს, რომლებიც ვერ დაესწრებიან შეხვედრას, შეუძლიათ zoom-ის  ლინკის გამოყენება:  
https://us02web.zoom.us/j/81590750899?pwd=Y2FFbkdtUUYxV3lTOTFQVkFuYkxsUT09

 
მნახველთა რაოდენობა: 478
 
 
 
 
    2021 სექტემბერი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30


    2021 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.