იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: ქართული უნივერსიტეტის ქ.#1,
საფოსტო ინდექსი, ქვეყანა: 2200. საქართველო
ტელ: 0 350 27 24 01
ფაქსი: 0 350 27 32 64
ელ ფოსტა: pr@tesau.edu.ge, info@tesau.edu.ge, edu.faculty@tesau.edu.ge, ntrl.sciences@tesau.edu.ge, humanities@tesau.edu.ge, soc.faculty@tesau.edu.ge, agriculture@tesau.edu.ge.
ვებ გვერდი: tesau.edu.ge
ინფორმაცია კომპანიის შესახებ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი ტრადიციების მქონე ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, სადაც სწავლება ხორციელდება ყველა საფეხურზე: უნივერსიტეტის ხუთ ფაკულტეტზე – სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; აგრარულ; განათლების სკოლებში – მოქმედებს რვა სადოქტორო, ცხრა სამაგისტრო, ერთი ერთსაფეხურიანი, ოცი საბაკალავრო, ორი პროფესიული (თექის ხელოსანი III საფეხური, ფარმაცევტის თანაშემწე V საფეხური) აკრედიტებული პროგრამები. თესაუს მრავალი პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში, რომლებთან ერთადაც ჩართულია საერთაშორისო პროექტებში: TEMPUS (4 პროექტი), ERASMUS MUNDUS, BOM UP და სხვ., რომლებიც ემსახურება როგორც სწავლების ხარისხის ამაღლებას, ისე სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლით პროგრამებს. თელავის უნივერსიტეტს აქვს კარგი მატერიალური ბაზა ( ოთხი სასწავლო კორპუსი, ბიბლიოთეკა, სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები, კომპიუტერული ცენტრები, სპორტული დარბაზები …) და აკადემიური რესურსი, რაც უზრუნველყოფს სტუდენტთა კვალიფიციურ სპეციალისტებად მომზადებას.
 
 

2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.