DARE

პროექტი 561547-EPP-1-2015-1-IL-EPPKA2-CBHE-JP "უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისათვის" (DARE), „Developing programs for Access of disadvantaged groups of people and Regions to higher Education“  - DARE. 561547-EPP-1-2015-1-IL-EPPKA2-CBHE-JP (2015-2951/001-001)  პროექტი ითვალისწინებს ეროვნული და ეთნიკური უმცირესობისთვის და სწავლის პრობლემების მქონე სტუდენტებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას უნივერსიტეტში. პროექტის  ხანგრძლივობაა 3 წელი: 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 14 ოქტომბრამდე, პროექტის კოორდინატორი უნივერსიეტია ჰაიფას უნივერსიტეტი, ისრაელი. პროექტის ევროპელი პარტნიორები არიან ბრიტანეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, ლიტვა და  რუმინეთი.

მის ფარგლებში უამრავი სასიკეთო რამ გაკეთდა. ერთი წლის მანძილზე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მოავალ სტუდენტებს უფასოდ ვასწავლიდით ქართულ ენასა და ლიტერატურას, უნარებსა და მათემატიკას, უცხო ენას ( რუსულსა და ინგლისურს). უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის შეთავაზებული იქნა ტრენინგ კურსები, რომლებმაც მათი ცნობიერება აამაღლა, ამ მიმართულებით არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები დაანახვათ. პერიოდულად ტარდება სტუდენტთა გამოკითხვები, რისი მეშვეობითაც ვიგებთ ეროვნული და ეთნიკური წარმომადგენელი სტუდენტების საჭიროების შესახებ და ვცდილობთ შევუქმნათ შესაბამისი გარემო სწავლისათვის. ერთ -ერთი ასეთი ნაბიჯი ნახევრად ელექტრონული კურსების მომზადება და შეთავაზებაა. კურსების შექმნა გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთი სტუდენტი მუშაობს იმისათვის რომ სწავლის გადასახადი გადაიხადოს, ზოგი გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს ლექციებზე მუდმივად სიარულს, ზოგს კი არ ჰყოფნის ლექციის ერთხელ მოსმენა და ურჩევია სახლში ხელმეორედ მოუსმინოს ლექციის ვიდეო ჩანაწერს და ამით გაიადვილოს სწავლის პროცესი. პროექტის ფარგლებში სწორედ ამ მიზნით იქმნება რამოდენიმე ელექტრონული კურსი და ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენებს შეეძლებათ 2018 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ისარგებლონ ამ სერვისით.

პროექტის  ხანგრძლივობაა 3 წელი: 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 14 ოქტომბრამდე, პროექტის კოორდინატორი უნივერსიეტია ჰაიფას უნივერსიტეტი, ისრაელი.

https://dare.erasmus-plus.org.il/#cm_submenu_1

 

UNISON

პროექტის 573555-EPP-1-2016-ESEPPKA2-CBHEJP სახელწოდებაა  "უნივერსიტეტსა და საწარმოს შორის ურთიერთობა შვილობილი კომპანიების ქსელის მეშვეობით (UNISON) . პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი: 2016 წლის 15 ოქტომბრიდან   2019 წლის 14 ოქტომბრამდე. პროექის კოორდინატორია სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიეტი ესპანეთი. მისი ევროპელი პარნიორები არიან: გერმანია და პოტუგალია. პროექტში ჩართულები არიან ჩინეთის უნივერსიტეტები.

ეს პროექტი მეტად უნიკალურ შესაძლებობებს სთავაზობს ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტსა და საწარმოებს შორის ურთიერთობებს შვილობილი კომპანიების ქსელების მეშვეობით. პროექტის კოორდინატორია ესპანეთის, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი. სხვა ევროპელი პარტნიორები არიან გერმანიისა და პორტუგალიის უნივერსიტეტები. სწორედ ამ უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებით და საქართველოს რეალობაზე დაყრდნობით დაიგეგმა უნივერსიტეტში სპეციალური ადგილის გამოყოფა და მისი მატერიალურ- ტექნიკური ბაზით აღჭურვა. უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადამიურ პერსონალს შეეძლება გამოიყენონ აქ არსებული ლაბორატორიები, ტექნიკური აღჭურვილობა და თავისი სამეცნიერო ინტერესების მიხედვით შექმნან ისეთი პროდუქცია, რომლის კომერციალიზაციასაც მოახდენენ. უნივერსიტეტი მათ გაუწევთ იურიდიულ კონსულტაციებს, შესთავაზებს ისეთ ტრენინგებს, რაც გაზრდის მათ სამეწარმეო უნარ-ჩვევებსაც და ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანებს გახდის. 

 

INTEGRITY

 პროექტი 585841-EPP-1-2017-1- GE-EPPKA2-CBHE-SP  უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ხარისხის სწავლებისა და სწავლის აკადემიური ხელშეწყობა საქართველოში (INTEGRITY)  მისი კოორდიატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ევროპელი პარტნიორები არიან: დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ავსტრია და ირლანდია.  პროექტი ეროვნულია და გულისხმობს ქართული უმაღლესი სასწავლებლების აქტიურ მონაწილეობას პლაგიატთან ბრძოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან ერთად, პროექტის ხანგრძლივობაა 2 წელი - 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 14 ოქტომბრამდე.

პროექტის უშუალო მიზნობრივი მიმართულებებია აქტიური პიარკამპანიის წარმოება პლაგიატის წინააღმდეგ. სასწავლო მოდულების შემუშავება, სადაც ფოკუსირება გაკეთდება აკადემიურ კეთილსინდისირებაზე, სტუდენტთა ინფორმირებაზე, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს პლაგიარიზმს მათ აკადემიურ ცხოვრებაზე.  პროექტი ითვალისწიებს საქართველოს უნივერსიტეტების მიერ ერთიანი  ჩარჩოს, მექანიზმის და ინსტრუმენტების შექმნას აკადემიური წერის სფეროში. პროექტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებში ადამიანური რესურსის გადამზადებას, რომელიც თავისი მხრივ იქნება გარანტი ეფექტური აკადემიური სწავლების განსხორციელებლად. 

 

PRINTeL

პროექტი 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“ ( PRINTEL) პროექტის კოორდინატორია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის ევროპელი პარტნიორები არიან : ესპანეთი, პორტუგალია,  ბელგია, შვედეთი და  ავსტრია. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი- 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 14 ოქტომბრამდე.

 პროექტი ეხება სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში უნდა ჩამოყალიბდეს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის განვითარებს ცენტრი. პროექტი ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და ინოვაციების მომზადებას. მოხდება სწავლებისა და სწავლის ვირტუალური ასპექტების შემოტანა, რაც მიზნად ისახავს  განათლების სხვადასხვა რესურსების გამოყენებას და ახალი ტექნოლოგიების გაძლიერებას. 

 
 

    2018 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.