ჯანდაცვის ფაკულტეტი

newsperpage

TEMPUS-ის პროექტის ექსპერტმა დოქტორმა დანიელ ვებერმა ჯანდაცვის ფაკულტეტის წარმომადგენლებს მარბურგის უნივერსიტეტში უმასპინძლა

TEMPUS-ის პროექტი დასრულდა, თუმცა ჯანდაცვის ფაკულტეტისათვის ის შემდგომი პერსპექტივებისა და უბრალოდ თბილი მეგობრული ურთიერთობების საწინდარი გახდა. პროექტის ფარგლებში დაწყებული სტომატოლოგიის სასწავლო პროგრამის ევროპულთან ადაპტირების პროცესი მარბურგის უნივერსიტეტის აქტიური მონაწილეობით კვლავ წარმატებით გრძელდება.

time25-08-2010

ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ლალი მეკოკიშვილმა მიუნხენში დერმატოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე პრეზიდენტის საპატიო სტუმრისა და კონგრესის სტეპენტიანტის სტატუსით მიიღო მონაწილეობა

მიუნხენის კონგრესი უკვე თითქმის 40 წელია საერთაშორისოდ აღიარებული გერმანულენოვანი კონგრესია, რომელსაც 2 წელიწადში ერთხელ მოუთმენლად ელიან გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, შვედეთის, ჰოლანდიის, ფინეთის დერმატოლოგები.

time25-08-2010

პროფესორ ზურაბ რაინაულის ვიზიტი გერმანიაში:

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ რაინაული გერმანელი კოლეგების მიწვევით იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ბიბერახის რეგიონალურ საავადმყოფოში და ქალაქ ულმის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

time25-08-2010

12 ივლისს ჯანდაცვის ფაკულტეტზე ფარმაციაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა შედგა.

ფარმაციის ბაკალავრიატის 10-მა სტუდენტმა წარმატებით დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი.

time12-07-2010

ჯანდაცვის ფაკულტეტმა საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციას უმასპინძლა

ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით 3 ივლისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის გასვლითი კონფერენცია, რომელსაც დაესწრო კახეთის რეგიონის ყველა რაიონიდან მოწვეული 100-მდე პრაქტიკოსი ექიმი.

time03-07-2010

ჰეპატიტების მსოფლიო დღე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

19 მაისი, 14 საათი – ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საინფორმაციო კონფერენცია “ეს ჰეპატიტია”.

time24-06-2010

ფორმდა ხელშეკრულება კომპანია “ავერსთან”

გაფორმდა ხელშეკრულება კომპანია “ავერსთან”, რის საფუძველზედაც ფარმაციის სპეციალობის სტუდენტები სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას გადიან “ავერსის” სააფთიაქო ქსელში,

time24-06-2010

TEMPUS–ის პროექტი

ფაკულტეტმა მიიღო მონაწილეობა TEMPUS –ის პროექტში. გერმანელი ექსპერტებთან ერთად მოხდა უმაღლესი სტომატოლოგიური განათლების პროგრამის რევიზია და ადაპტირება მარბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) შესაბამის პროგრამასთან.

time24-06-2010

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით თესაუს ჯანდაცვის ფაკულტეტს გადაეცა ყოფილი “თელავის საექთნო კოლეჯის” განკარგულებაში მყოფი სასწავლო მასალა და ინვენტარი.

time24-06-2010

ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ლალი მეკოკიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში

2009 წლის 13-23 მაისს ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ლალი მეკოკიშვილი ამერიკის კონგრესის მიერ დაფინანსებული პროგრამით “Open Word, Medical Uducation” იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქ. ვაშინგტონში და ქ. კლივლენდში.

time24-06-2010