|
პედაგოგიური ფაკულტეტი
|
ფაკულტეტის ისტორია
- პედაგოგიური ფაკულტეტი თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პერსპექტიული ფაკულტეტია. მისი არსებობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ცოდნასა და კვლევაზე ორიენტირებული მომავალი პედაგოგიური კადრის მომზადება;
ფაკულტეტზე მუშაობს სამივე (ბაკალავრიატის ქვესაფეხურის ჩათვლით) დონის პროგრამები. Mმომზადების პროცესშია მთელი რიგი უმაღლესი პროფესიული განათლების, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;
საბაკალავრო პროგრამები: ,,დაწყებითი განათლება~ და ,,ფიზიკური აღზრდა~ შინაარსობრივად სრულად ასახავს იმ ძირითად მოთხოვნებს, რაც საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის თუ ფიზიკური აღზრდის მასწავლებლების მომზადებას მოეთხოვება;
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ორიენტირებულია სტუდენტთა მიერ მეცნიერების საფუძვლების ფუნდამენტურ ათვისებასა და კვლევებზე; პროგრამაში სასწავლო კრედიტები იმდაგვარადაა შერჩეული, რომ სტუდენტები საგანმანათლებლო სისტემის მკვლევარებად და მართვის სპეციალისტებად ჩამოყალიბდებიან;
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს აგრეთვე უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რაც ტანსაცმლის დიზაინის სპეციალისტების მომზადებას ემსახურება (იხ. ვრცლად პროგრამებში)
პედაგოგიური ფაკულტეტის სწავლების სამივე საფეხურზე 250-მდე სტუდენტი ეუფლება თავის მომავალ პროფესიას.
ფაკულტეტის სტუდენტთა განკარგულებაშია ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური პოტენციალი: მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესურა, ინტერნეტით აღჭურვილი კომპიუტერული ცენტრები, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, ხელოვნების, მუსიკის, ბუნებისმეტყველებისა და ი. გოგებაშვილის სახელობის კაბინეტები, შესანიშნავი სპორტული ბაზა და სხვა.
|