|
სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი დარგების ფაკულტეტი
|
ფაკულტეტის ისტორია
- სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი დარგების ფაკულტეტი თელავის ი. გოგებაშვილისსახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა 2006 წლის თებერვალში, ხოლო 2006 წლის აპრილში შემოუერთდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის თელავის ფილიალის (საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის #73 დადგენილება) მეღვინეობის ტექნოლოგიის სპეციალობა. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ორი მიმართულება: სოფლის მეურნეობის და ტექნოლოგიის. თითოეული მიმართულება ემსახურება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული პროფესიული და აკადემიური კადრების მომზადებას. ფაკულტეტი ამზადებს სამი საფეხურის სპეციალისტებს, რომელთა სწავლის პროცესის წარმატებით მსვლელობას ხელს უწყობს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის და ტექნოლოგიის მიმართულების ლაბორატორიები. ფაკულტეტს მჭიდრო კავშირები აქვს შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სსიპ მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტთან და საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან. გაფორმებული ხელშეკრულებები რაიონის წამყვან ღვინის საწარმოებთან ,,თელავის ღვინის მარანი” და ,,ვინოტერა შუხმან ვაინს ჯორჯია.” ფაკულტეტს მჭიდრო კონტაქტი აქვს დამყარებული გაერმანიის ჰაილბრონის ჰოხშულესთან, კერძოდ ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ერთობლივად შემუშავებული პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამა მევენახეობა-მეღვინეობაში.
ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ საუნივერსიტეტო თუ საერთაშორისო კონფერენციებში.
ფაკულტეტზე ხშირად ტარდება ლექციები სხვადასხვა ქვეყნების პრესტიჟული უნივერსიტეტიდან ჩამოსული მეცნიერების მიერ კერძოდ საბერძნეთიდან (სირიუს პუპულისი), იტალიიდან (ლორენცო ვენცი), გერმანიიდან (არმინ გემრიხი და გეორგ ბინდერი) და სხვები
|