ფაკულტეტის ისტორია
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი შეიქმნა 2006 წლის 13 თებერვალს. იგი უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტია.
ფაკულტეტზე მუშაობს და მომზადების პროცესშია მთელი რიგი საგანმანათლებლო პროგრამები. სამივე დონეზე უკვე მოქმედებს ერთობლივი საერთაშორისო პროგრამები ჩვენს ფაკულტეტსა და ბიბერახის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის.
საბაკალვრო პროგრამები: ,,მენეჯმენტი და ადმინისტრირება”, ,,საბუღალტრო და საგადასახადო საქმე”, ,,სამართალმცოდნეობა” და ,,ჟურნალისტიკა” შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს შეიძინონ ის უნარები, რომლებიც განაპირობებენ მათ წარმატებულ კარიერას და კონკურენტუნარიან გარემოში დამკვიდრებას.
ფაკულტეტზე მოქმედებს სამი სამაგისტრო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალმცოდნეობა (სისხლის სამართალი) და კავკასიური კვლევები. აღნიშნული პროგრამები უზრუნველყოფენ მაღალი დონის მაგისტრების მომზადებას, რომელთაც გამომუშავებული ექნებათ სამეცნიერო კვლევების დამოუკიდებლად წარმოების უნარი.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ორი სადოქტორო პროგრამა და წარმატებით მიმდინარეობს სადოქტორო დისერტაციის დაცვები.
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე 532 სტუდენტი ეუფლება მომავალ პროფესიას.