|
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
|
ფაკულტეტის ისტორია
- • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არის თელავის ი. გოგებაშვილის სახლ. სახელმწიფო უნივერსიტეტის წამყვანი, პერსპექტიული ფაკულტეტი. მისი არსეობობის ერთ-ერთი და მთავარი მიზანია ისტორიასა და კულტურაზე, დასავლეთ ევროპული ენების შესწავლაზე, დიპლომატიის ისტორიის საკითხებზე ორიენტირებული კადრების მომზადება.
• ფაკულტეტზე მუშაობს სწავლების სამივე საფეხურის პროგრამები. ბაკალავრიატში ძირითადი სპეციალობებია: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორია, ინგლისური ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა და ლიტერატურა, ფრანგული ენა და ლიტერატურა.
• არსებობს დამატებითი (მაინორ) სპეციალობები: გერმანული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა და ლიტერატურა, ფრანგული ენა და ლიტერატურა, ტურიზმი, სტილისტ-კორექტორი, ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ლიტერატურა, ისტორია. ასევე მომზადდა ახალი დამატებითი პროგრამები: საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორია, კულტუროლოგია და ენის კომპიუტერული მოდელირება.
• მაგისტრატურა: ტიპოლოგიური ლინგვისტიკა, საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორია.
• დოქტორანტურა: ქართული ენა, ქართული ლიტერატურა, ახალი და უახლესი ისტორია.
• ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ფრანკოფონიის კაბინეტი, ლინგოფონის კაბინეტი, კავკასიური კვლევის ცენტრი, ამერიკის შესწავლის ცენტრი, ევროპათმცოდნეობის კაბინეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტის მეგობრობის ენათა ცენტრი, არქეოლოგიის კვლევის ცენტრი და ბიბერახის ოთახი.
• სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ორიენტირებულია სტუდენტთა მიერ მეცნიერების ფუნდამენტურ ათვისებასა და კვლევებზე. ამ პროგრამებით მომზადებული მაგისტრი და დოქტორი დაეუფლება ქართული ისტორიოგრაფიის უახლეს მიღწევებს, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის მეთოდებს და ხერხებს, რაც აუცილებელია კულტურულ სამყაროსთან ურთიერთობისა და საერთოდ მიმდინარე საერთაშორისო ურთიერთობისას.
• ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სწავლების სამივე საფეხურზე 476-მდე სტუდენტი ეუფლება მომავალ პროფესიას.
• ფაკულტეტის სტუდენტთა განკარგულებაშია ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ინტელექტულაური და მატერიალურ-ტექნიკური პოტენციალი: მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესურა, კომპიუტერებით აღჭურვილი კაბინეტები: ამერიკისმცოდნეობის კაბინეტი თავისი ბიბლიოთეკით, კავკასიური კვლევის ცენტრი თავისი ბიბლიოთეკით, არქეოლოგიის კაბინეტი აღჭურვილი არქეოლოგიური ნიმუშებით, საქართველოს ისტორიის კათედრა ბიბლიოთეკითა და არქეოლოგიის ნიმუშებით და ა. შ.
|