მართვის ორგანოები

რ ე ქ ტ ო რ ი

sssპირადი მონაცემები:

გვარი – გოცირიძე

სახელი – გიორგი

მისამართი – კონსტანტინე ლესელიძის 28ა, ქ. თელავი, 2200, საქართველო.

ტელეფონი: 8 (250) 7-07-50/7-32-64, 899 27-66-47

ელ–ფოსტა: rector@tesau.edu.ge

განათლება:

  • 2000 – დეკემბერი – მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. დიპლომის სერია და ნომერი გა 0000467
  • 1998 აპრილი – საკანდიდატო დისერტაციის დაცვა თემაზე “პირველი მსოფლიო ომი და საქართველო”. მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. დიპლომის ნომერი 001731
  • 1992-1995 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ახალი ისტორიის განყოფილების მაძიებელი.
  • 1984-1991 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის ისტორია სამართალმცოდნეობის სპეციალობა – წარჩინების დიპლომით. მიენიჭა ისტორიის, საზოგადოებათმცოდნეობისა და სამართალმცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაცია. დიპლომის სერია და ნომერი HB N068687
  • 1974-1984 თელავის პირველი საშუალო სკოლა.

სამუშაო ადგილი:

  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.ქართული უნივერსიტეტის ქუჩა N 1 ქ. თელავი, ტელ.: 7-32-64
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი

სამუშაო გამოცდილება:

  • 28.12.2006 – დღემდე: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
  • 14.02.2005: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
  • 02.06.2004 – 14.02.2005: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
  • 11.2003: წლიდან თავისუფლების ინსტიტუტის კახეთის რეგიონის ომბუდსმენი
  • 01.2003 – 11.2003: თავისუფლების ინსტიტუტის კახეთის რეგიონის კოორდინატორი
  • 2001 წლიდან: უნივერსიტეტის მეთოდსაბჭოს თავმჯდომარე
  • 21.06.1999: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგე
  • 16.12.1998 – 21.06.1999: ამავე კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი.
  • 03.12.1998 – 16.12.1998: ამავე კათედრის დოცენტის 0,75 საშტატო ერთეულზე
  • 02.1996 – 09.1999: თელავის მეოთხე საშუალო სკოლის დირექტორი
  • 01.09.1994 – 03.12.1998: ამავე კათედრის მასწავლებელი
  • 01.12.1992 – 01.09.1994: ისტორიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, მოწვეული მასწავლებელი საათობრივი ანაზრაურების წესით
  • 02.09.1991 – 01.12. 1992: ისტორიის კათედრის ლაბორანტი.
  • 1985-1987: სავალდებულო სამხედრო სამსახური, სერჟანტი.

გამოქვეყნებული ნაშრომები:

  1. ქართული საზოგადოებრიობა და გერმანია 1914-1918 წლებში: ჟურნალი “გეორგიკა”, 1997, N20, გვ.15-25 /გერმანულ ენაზე/
  2. საქართველო – ფრონტის ზურგი პირველი მსოფლიო ომის წლებში, ბროშურა, თელავი, 1997
  3. ქართველი საზოგადოებრიობა და პირველი მსოფლიო ომი, ბროშურა, თელავი, 1997.
  4. ილია ჭავჭავაძე პირველი მსოფლიო ომის მიზეზების შესახებ: ჟურნალი “საქართველოს მოამბე” 1999-2000, III-IV ტომი, გვ. 77-79
  5. საქართველოს ადგილი მეომარ სახელმწიფოთა გეგმებში პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისათვის: ჟურნალი “საქართველოს მოამბე” 1997წ, N2, გვ. 204-211
  6. პირველი მსოფლიო ომი და საქართველო: საქართველოს ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ყოველწლიური ორგანოს “საქართველოს ურთიერთობა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან” დამატებითი მესამე ტომი, თბილისი, 1998, გვ. 52-57
  7. სწავლებისა და აღზრდის მეთოდების სრულყოფისათვის: საერთაშორისო სამეცნიერო-პედაგოგიური კონფერენციის “სწავლების აქტუალური პრობლემები”-ს მასალები. 24-25 დეკემბერი 1999, თბილისი, გვ. 29-35
  8. აფხაზეთი გერმანიის პოლიტიკის არეალში 1914-1918 წლებში: თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, IX, თელავი, 1998, გვ. 120-125
  9. საერთაშორისო ორგანიზაციები და კონფლიქტი აფხაზეთში: საერთაშორისო კვლევის და გაცვლების საბჭოს /IREX/ მიერ მშვიდობის მშენებლობისათვის”, მასალები, თბილისი, 26-27.06.1999
  10. პირველ მსოფლიო ომში გერმანიის პოლიტიკა საქართველოს მიმართ: თბილისი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელთა მე-60 სამეცნიერო სესია, 1994
  11. ქართველი სამოციანელები ე.წ. “შეთოფიარაღებული მშვიდობის” შესახებ: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენციის მასალები, 1995 წლის 19-20 მაისი
  12. დიდი აბრეშუმის გზა და საქართველო: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნიევრსიტეტის შრომების III ტომი, თელავი, 2001, გვ. 84-92

ენების ცოდნა: ქართული, რუსული და ინგლისური;

საზოგადოებრივი აქტივობები:

1997 წლიდან აქტიურად მონაწილეობს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ ჩატარებულ:

  • ორგანიზებული მართვისა და განვითარების;
  • სკოლის განვითარების;
  • კონფლიქტების მართვის;
  • ღია სათემო სკოლის განვითარების;
  • პროგრამა წერა და კითხვა კრიტიკული აზროვნებისათვის;
  • მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადების;
  • სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის;
  • უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის;
  • სტუდენტთა და მოსწავლეთა ცოდნის შეფასების;
  • უმაღლესი განათლების კანონპროექტის საჯარო განხილვის;
  • ორსაფეხურიანი სწავლებისა და ახალი სალექციო კურსების;
  • საუნივერსიტეტო კურუკულუმის მომზადების;
  • სწავლების მეთოდოლოგიისა და საკვალიფიკაციო ხარისხის ტრენინგებში.

1998 წლიდან – არასამთავრობო ორგანიზაცია “საგანმანათლებლო სისტემის განვითარების კახეთის რეგიონალური ცენტრის” ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე;

1999 წლიდან – “თელავის მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის” ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე;

2000 წლიდან – მარი ბროსეს საზოგადოების დამფუძნებელი და გამგეობის თანათავმჯდომარე;

2007 წლის ოქტომბრიდან – სოციალ-ეკონომიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი_აკადემიკოსი;

2008 წლის ივნისიდან – ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

გარდა ამისა, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა ორსაფეხურიანი სწავლების პრობლემებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. არის საქართველოს პარლამენტის მიერ 2002 წლის 1 მარტს მიღებული “საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების” დადგენილების ტექსტის შემუშავების აქტიური მონაწილე.

აქტიურად მონაწილეობს სამოქალაქო განათლების პროექტის /CEP/ ფარგლებში.

არის აშშ-ის აიოვას უნივერსიტეტისა და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ განხორციელებული “სამოქალაქო განათლების სწავლების” პროგრამის ტრენერი.

2002 წლის თებერვალ-მარტში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიწვევით აშშ-ში “საერთაშორისო სტუმრის” სტატუსით. პროგრამა ითვალისწინებდა სტაჟირებას სამოქალაქო განვითარების პროგრამის ფარგლებში.

2008 წელს იყო ნიუ-იორკის უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

მიღებული აქვს მონაწილეობა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.

დაფინანსებულია მისი მონაწილეობით შედგენილი ორი პროექტი:

1. მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამის ფარგლებში 2001-2002 წლებში;

2. დებატების პროგრამა 2003 წლის საპარლამენტი არჩევნებისათვის. იყო პროექტის ავტორი და დირექტორი.

ტექნიკური ჩვევები: კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

სხვა უნარ-ჩვევები: ლიდერობის, ადამიანებთან ურთიერთობის, ორგანიზატორული საქმიანობის, გუნდში მუშაობის;

ინტერესები: სპორტი, ტურიზმი და ლიტერატურა