თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სპორტული კლუბის “ბურჯი” ფეხბურთელთა გუნდი საპლაჟო ფეხბურთის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალი 22 – 27 ივლისს ქალაქ ბათუმში გაიმართება. მასში სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ბულგარეთის, უკრაინისა და საქართველოს ქალაქების სამოყვარულო გუნდები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. საქართველოდან აღნიშნულ ტურნირში მხოლოდ სამი – თბილისის, ბათუმისა და თელავის უმაღლესი სასწავლებლები იასპარეზებენ.