დისერტაციის დაცვა

15 ივლისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შალვა ჭკადუამ  დაიცვა დისერტაცია  თემაზე : „საქართველოსა და საბერძნეთის პოლიტიკურ–ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში“.

დისერტაციის ხელმძღვანელი – ისტორიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გიორგი გოცირიძე; შემფასებლები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები – დოდო ჭუმბურიძე, ნიკო ჯავახიშვილი.

სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შალვა ჭკადუას მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.