„ევროპული სისხლის სამართალი“ 26 სექტემბერი – 2 ოქტომბერი 2010 ბათუმი
„ევროპული სისხლის სამართალი“
26 სექტემბერი – 2 ოქტომბერი 2010 ბათუმი
თემები: შესავალი ევროპულ სისხლის სამართალში, ევროპული
ეკონომიკური სისხლის სამართალი, ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენცია
პროფესორები: ჰაინერ ალვარტი (იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი), მარტინ ჰეგერი, ბერნდ ჰაინრიხი და დეტლეფ კრაუსი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი)
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, განსაკუთრებით სამაგისტრო პროგრამებიდან, აგრეთვე პრაქტიკოს იურისტებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მგზავრობის,
ცხოვრების, კურსის და სხვა ხარჯები ფინანსდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ. – ყველა მონაწილე მიიღებს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისგან სერტიფიკატს.
ენები: საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ენობრივი
წინაპირობა არ არსებობს. მოხსენებები წაკითხული იქნება გერმანულ
ენაზე, მონაწილეებისთვის შეთავაზებული იქნება სინქრონული თარგმანი,
ასევე კურსის მასალები თარგმნილი იქნება ქართულ ენაზე.
განაცხადი (CV; აკადემიური მოსწრების მოწმობები და სერტიფიკები)
გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე 2010 წლის 31 ივლისამდე გერმანულ ან ინგლისურ ენებზე:
batumi@rewi.hu-berlin.de
საკონტაქტო პირი: დავით ჩიხლაძე (+995 57 21 23 70)